რუსეთში ვერტმფრენიდან გაშვებული საბრძოლო ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა
15/03/2020 18:57:06 მსოფლიო
რუსეთის ქალაქ ჩიტაში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენიდან გაშვებული საბრძოლო ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, - იუწყება “Baza”.
ინციდენტის შესახებ ინფორმაცია აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის შტაბშიც დაადასტურეს.
“Baza”-ს მონაცემებით, Ми-35М-ის ტიპის ვერტმფრენში მყოფი სამხედროები საბრძოლო კომპლექტის დაცლას აწარმოებდნენ, რა დროსაც ჯერ-ჯერობით დაუდგენელი მიზეზით ერთ-ერთი ჭურვის გასროლა მოხდა. მან თითქმის 1,5 კმ იფრინა და საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.
შედეგად მესამე სართულის მიდამოებში დაზიანდა ბეტონის ფილები და ერთ-ერთი აივანი.
შემთხვევის შედეგად, არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.


