Accentnews.ge
თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა

თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა

16/03/2020 06:39:32 მსოფლიო

თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში ვირუსით 18 ადამიანია ინფიცირებული, სომხეთში –30, აზერბაიჯანში –18. ამასთან, აზერბაიჯანში კორონავირუსმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 6000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ 167 000–ს გადააჭარბა, 78 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S