გერმანიამ ავსტრიასთან, შვეიცარიასთან, საფრანგეთთან, ლუქსემბურთან და დანიასთან საზღვრები მოქალაქეებისთვის დაკეტა
16/03/2020 08:01:38 მსოფლიო
დღეიდან გერმანიამ ავსტრიასთან, შვეიცარიასთან, საფრანგეთთან, ლუქსემბურთან და დანიასთან საზღვრები მოქალაქეებისთვის დაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეზღუდვები სატვირთო გადაზიდვებზე არ გავრცელდება.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 6000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ 167 000–ს გადააჭარბა, 78 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.


