სომხეთს საგანგებო მდგომარეობა შემოაქვს და რუსეთთან ავიამიმოსვლას წყვეტს
16/03/2020 12:09:51 მსოფლიო
დღეიდან 16 აპრილის ჩათვლით სომხეთში საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს.
ქვეყნის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება დღეს საგანგებო სხდომაზე მიღო, თუმცა ძალაში შესვლისათვის მას პარლამენტის მიერ დამტკიცება სჭირდება.
პარალელურად დღესვე ცნობილი გახდა, რომ სომხეთი და რუსეთი ორკვირიანი ვადით ავიამომისვლას ზღუდავენ.
შესაბამის ნაბიჯებზე დღეს სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები შეთანხმდნენ.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსით 30 მოქალაქეა ინფიცირებუოლი.


