Accentnews.ge
ევროკავშირი საზღვრების ჩაკეტვას გეგმავს

ევროკავშირი საზღვრების ჩაკეტვას გეგმავს

16/03/2020 15:31:12 მსოფლიო

ევროკავშირი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მოგზაურობის გადაუდებელი საჭიროება არ აქვთ, საზღვრების ჩაკეტვას გეგმავს.

ევროკავშირის კომისია შესაბამის წინადადებას უკვე განიხილავს. დამტკიცების შემთხვევაში სამოგზაურო შეზღუდვები ძალაში 30 დღით შევა.

საზღვრები სატვირთო გადაზიდვებისთვის არ დაიკეტება.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 6000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ 167 000–ს გადააჭარბა, 78 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S