Accentnews.ge
მოსკოვში სკოლებს კეტავენ, საზოგადოებრივი თავშეყრა იკრძალება

მოსკოვში სკოლებს კეტავენ, საზოგადოებრივი თავშეყრა იკრძალება

16/03/2020 15:33:26 მსოფლიო

რუსეთის დედაქალაქში სასწავლო დაწესებულებები დაიკეტება და მასობრივი შეკრებები აიკრძალება. მოსკოვის მთავრობის ეს გადაწყვეტილება მერმა სერგეი სობიანინმა გამოაცხადა.

მისივე თქმით, ეს წესი ძალაში 10 აპრილამდე დარჩება.

როგორც სობიანინმა განმარტა, დახურულ სივრცეში მასქიმუმ, 50 ადამიანის შეკრებაა დაშვებული.

რაც შეეხება სასწავლო დაწსებულებებს, სკოლები მოსკოვის მასშტაბით 21 მარტიდან დაიკეტება, - აღნიშნა მერმა.

ცნობისთვის: ამ დრომდე რუსეთის დედაქალაქში ეპიდემიისთვის მომეტებული მზადყოფნა იყო გამოცხადებული, სკოლებში კი თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S