Accentnews.ge
„როცა ეს კრიზისი დასრულდება, ჩინეთმა პასუხი უნდა აგოს“

„როცა ეს კრიზისი დასრულდება, ჩინეთმა პასუხი უნდა აგოს“

16/03/2020 18:56:34 მსოფლიო

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი მიიჩნევს, რომ ჩინეთმა ახალი ტიპის კორონავირუსის აღმოჩენის ფაქტის გარკვეული დროის განმავლობაში დამალვისთვის პასუხი უნდა აგოს.

„ჩვენ ახლა ხალხსა და კრიზისის გადატანაზე უნდა ვიზრუნოთ. როცა ეს ყველაფერი დასრულდება, ჩინეთმა პასუხი უნდა აგოს იმის გამო, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მალავდა კორონავირუსის აღმოჩენის ფაქტს. კომუნიზმი ყოველთვის მარცხდება“, – წერს კინზინგერი სოციალურ ქსელში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის (COVID-19) პირველი შემთხვევა 8 დეკემბერს დაფიქსირდა. თუმცა როგორც ირკვევა, ქვეყანაში COVID-19–ის პირველი შემთხვევა 17 ნოემბერს დადასტურდა.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 6000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ 167 000–ს გადააჭარბა, 78 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S