Accentnews.ge
ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა

16/03/2020 19:24:40 მსოფლიო

ბოლო 24 საათში იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა.

დღე–ღამის განმავლობაში „COVID-19“–ს 349 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 3233.

15 მარტს ქვეყანაში კორონავირუსით 368 ადამიანი გარდაიცვალა, 3590 კი დაინფიცირდა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში დაავადებით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 158 –ს მიაღწია, ინფიცირებულია 27 980, გამოჯანმრთელებულია 2 749 ადამიანი.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 6000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 167 000–ს გადააჭარბა, 78 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. 32 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S