Accentnews.ge
აშშ– ჩინეთს: "ახლა ჭორების გავრცელების დრო არ არის, საერთო საფრთხის წინაშე ყველა ქვეყანა ერთად უნდა დადგეს"

აშშ– ჩინეთს: "ახლა ჭორების გავრცელების დრო არ არის, საერთო საფრთხის წინაშე ყველა ქვეყანა ერთად უნდა დადგეს"

17/03/2020 06:07:20 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

"აშშ სახელმწიფო მდივანსა და ჩინეთის "კომუნისტური პარტიის" საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მაიკ პომპეომ იან ცზიეჩის მოუწოდა, შეწყვიტონ კორონავირუსთან დაკავშირებით აშშ–ის დადანაშაულება. მდივანმა აღნიშნა, რომ ახლა დეზინფორმაციისა და საგარეო ჭორების გავრცელების დრო არ არის და საერთო საფრთხის წინაშე ყველა ქვეყანა ერთად უნდა დადგეს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ბოლო პერიოდში ოფიციალურმა პეკინმა არაერთხელ განაცხადა, რომ "ახალი კორონავირუსი შესაძლოა, ჩინეთში ამერიკელმა სამხედროებმა გაავრცელეს".

იხილეთ ასევე: ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი : „როცა ეს კრიზისი დასრულდება, ჩინეთმა პასუხი უნდა აგოს“

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 7000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 182 000–ს გადააჭარბა, 80 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. 32 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S