თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა
17/03/2020 07:14:47 მსოფლიო
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 29-ით გაიზარდა და 47 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"ბოლო ინფიცირებულები დაკავშირებულნი არიან აშშ-სთან, ახლო აღმოსავლეთთან და ევროპასთან. სამი პირი კი საუდის არაბეთიდან დაბრუნდა“, - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 7000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 182 000–ს გადააჭარბა, 80 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 34 შემთხვევაა დადასტურებული. 33 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.


