იტალიაში მიწისძვრა მოხდა
17/03/2020 09:50:16 მსოფლიო
იტალიაში მიწისძვრა მოხდა.
ქვეყნის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ინსტიტუტის ცნობით, 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები კალაბრიის რეგიონში დაფიქსირდა.
ინფორმაცია ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრის გამო შეშინებული მოსახლეობის ნაწილმა სახლები დატოვა და ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა, თუმცა ერთმანეთს შორის 1–მეტრიან დისტანციას იცავდნენ.


