Accentnews.ge
ჩინელი მეცნიერები: „სისხლის დადებითი ჯგუფის მქონე ადამიანები კორონავირუსის მიმართ უფრო მოწყვლადები არიან“

ჩინელი მეცნიერები: „სისხლის დადებითი ჯგუფის მქონე ადამიანები კორონავირუსის მიმართ უფრო მოწყვლადები არიან“

17/03/2020 11:13:23 მსოფლიო

ჩინელი მეცნიერების განცხადებით, სისხლის დადებითი ჯგუფის მქონე ადამიანები ახალი ტიპის კორონავირუსის მიმართ უფრო მოწყვლადები არიან, ვიდრე სისხლის უარყოფითი ჯგუფის მქონე პირები.

ჩინელმა მედიკოსებმა კვლევა 2000 პაციენტს ჩაუტარეს და აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანებში, რომელთაც სისხლის დადებითი ჯგუფი აქვთ, ვირუსი უფრო მწვავე ფორმით მიმდინარეობს.

„სისხლის დადებითი ჯგუფის მქონე ადამიანებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან რეკომენდაციები, რათა არ დაინფიცირდნენ. ინფიცირების შემთხვევაში მათ უფრო აგრესიული მკურნალობა სჭირდებათ“, – განაცხადა უხანის უნივერსიტეტის მკვლევარმა ვანგ ხინგუანმა.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 7000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 182 000–ს გადააჭარბა, 80 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 34 შემთხვევაა დადასტურებული. 33 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S