Accentnews.ge
ბოლო ორი დღეა, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება

ბოლო ორი დღეა, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება

17/03/2020 19:15:58 მსოფლიო

ბოლო ორი დღეა, იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება.

დღე–ღამის განმავლობაში „COVID-19“–ს 345 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 2989.

16 მარტს ქვეყანაში კორონავირუსით 349 ადამიანი გარდაიცვალა, 3233 დაინფიცირდა. 15 მარტს 368 ადამიანი დაიღუპა და 3590 დაინფიცირდა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში დაავადებით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2503 –ს მიაღწია, ინფიცირებულია 31 506, გამოჯანმრთელებულია 2941 ადამიანი.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 7000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 182 000–ს გადააჭარბა, 80 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 34 შემთხვევაა დადასტურებული. 33 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S