თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაადასტურეს
18/03/2020 05:44:16 მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჯას ინფორმაციით, გარდაცვლილი 89 წლის პაციენტი იყო. მას კონტაქტი ჰქონდა ჩინეთთან დაკავშირებულ პირთან, რომელსაც კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა.
მისივე თქმით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 51-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 98–ს შეადგენს.
ცნობისთვის: ვირუსის გავრცელების გამო თურქეთმა საგანგებო ზომებს მიმართა. ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, დახურულია თურქული აბანოები.


