Accentnews.ge
ჩინეთში კორონავირუსის შიდა გავრცელების 1, ხოლო იმპორტირების 12 შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში კორონავირუსის შიდა გავრცელების 1, ხოლო იმპორტირების 12 შემთხვევა დაფიქსირდა

18/03/2020 06:12:04 მსოფლიო

ჩინეთის ძირითად ტერიტორიაზე ბოლო ერთი დღის მანძილზე ახალი ტიპის კორონავირუსის შიდა გავრცელების მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 12 იმპორტირებულია. მთლიანობაში, გუშინ ჩინეთში ვირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ცნობისთვის: კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობით ესპანეთმა და გერმანიამ სამხრეთ კორეას გაასწრეს, სადაც ბოლო დრომდე მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

18 მარტის 10:00 საათის მდგომარეობით, ესპანეთში დაავადდა სულ 11 826 ადამიანი. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 1028. გარდაცვლილია 533.

გერმანიაში ინფიცირებულია სულ 9 367 ადამიანი. მათგან 26 გარდაიცვალა და გამოჯანმრთელდა 67.

ესპანეთი და გერმანია მსოფლიოს ქვეყნებს შორის ამჟამად მეოთხე და მეხუთე ადგილზე არიან ჩინეთის, იტალიის და ირანის შემდეგ. მეექვსეზეა სამხრეთ კორეა, სადაც 18 მარტის 10:00 საათის მონაცემებით, სულ დაავადდა 8413 ადამიანი, მათგან 84 გარდაიცვალა და 1540 გამოჯანმრთელდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრად ევროპა გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S