Accentnews.ge
ლას-ვეგასში სამორინეები იხურება

ლას-ვეგასში სამორინეები იხურება

18/03/2020 07:11:04 მსოფლიო

კორონავირუსის საფრთხის გამო, აშშ-ის შტატ ნევადის ხელისუფლებამ კომერციული ობიექტების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად შტატის ყველა სამორინე, რესტორანი და არასასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე კომერციული ობიექტი დაიხურა.

გადაწყვეტილების გამო აშშ-ის აზარტული თამაშების დედაქალაქად წოდებულ ქალაქ ლას-ვეგასში ყველა სამორინე 30 დღის განმავლობაში აღარ იმუშავებს.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსს 105 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 6 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S