Accentnews.ge
ერევანი მოუწოდებს სომხეთის მოქალაქეებს, სამშობლოში საქართველოს გავლით დაბრუნებისგან თავი შეიკავონ

ერევანი მოუწოდებს სომხეთის მოქალაქეებს, სამშობლოში საქართველოს გავლით დაბრუნებისგან თავი შეიკავონ

18/03/2020 11:07:49 მსოფლიო

ოფიციალური ერევანი მოუწოდებს სომხეთის მოქალაქეებს, სამშობლოში საქართველოს გავლით დაბრუნებისგან თავი შეიკავონ. შესაბამისი განცხადება დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

«ჩვენი მოწოდებების მიუხედავად, “ზემო ლარსის” გამტარი პუნქტის რუსულ მონაკვეთზე ამჟამად არიან სომხეთის მოქალაქეები, რომელთაც რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა სურთ. იმის გათვალისწინებით, რომ უამინდობის გამო გზა არ გაიხსნება, სანამ ძალაში არ შევა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების მოქალაქეთა შესვლის აკრძალვის შესახებ /18.03.2020 წ. 00:00-დან/, მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, დაბრუნდნენ და მაქსიმალურად მოკლე ვადებში ისარგებლონ სომხეთისკენ საჰაერო გზებით, კერძოდ, მინერალური წყლების, კრასნოდარის, დონის როსტოვის უახლოესი აეროპორტებით», - განაცხადა სომხეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა ანა ნაგდალიანმა.

მისივე თქმით, სომხეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ტვირთების გადაზიდვა ორ ქვეყანას შორის შეუფერხებლად იმოქმედებს.

«ბოლო დღეებში სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ქვეყნის დიპწარმომადგენლობები საქართველოსა და რუსეთში სისტემატიურად აცხადებენ, რომ უამინდობის გამო კვლავ ჩაკეტილად რჩება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გუდაური-კობის მონაკვეთი. ამავდროულად გაკეთდა განცხადება, რომ სომხეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია ყველა გზით (როგორც სომხეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-საქართველოს და თურქეთ-საქართველოს საზღვრების გავლით, ასევე საზღვაო და საჰაერო გზებით). მიუხედავად ამისა, სატვირთო მანქანების რიგები შეიმჩნევა როგორც სომხეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-საქართველოს საზღვრების მიმდებარედ. საზღვრის კვეთა სატვირთო მანქანებით, რომლებიც რუსეთში შედიან, ასევე რუსეთიდან სომხეთისკენ მიემართებიან ზემო ლარსის გავლითა და სომხეთ-საქართველოს საზღვრით, ამ დროისთვის შეჩერებული მხოლოდ უხვი თოვის გამოა. გზის გახსნის შემდეგ სატვირთო მანქანები როგორც სომხეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-საქართველოს საზღვრების კვეთას შეძლებენ», - დასძინა ნაგდალიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S