საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
18/03/2020 13:25:35 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.
- აზერბაიჯანი: 34 ინფიცირებული, 1 გარდაცვლილი
- სომხეთი: 84 ინფიცირებული
- თურქეთი: 98 ინფიცირებული, 1 გარდაცვლილი
- რუსეთი: 147 ინფიცირებული
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 8000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 197 000–ს გადააჭარბა, 83 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული. 37 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.


