Accentnews.ge
კიევის მიმდებარე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კიევის მიმდებარე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

18/03/2020 14:05:32 მსოფლიო

ახალი ტიპის კორონავირუსის გამო კიევის მიმდებარე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

„როიტერის“ ცნობით, საგანგებო მდგომარეობა ამ ეტაპზე უკრაინის დედაქალაქზე არ გავრცელდება, თუმცა როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა დააანონსა, ამ ზომას შესაძლოა, კიევშიც მიმართონ.

ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად უკრაინაში გარკვეული შეზღუდვები უკვე დაწესებულია: ქვეყნის მასშტაბით დაიხურა მაღაზიები, რესტორნები, თეატრები, შეზღუდულად ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 14 შემთხვევა ფიქსირდება. პაციენტთა შორის ორი კანონმდებელია.

ვირუსს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S