Accentnews.ge
„რაინეარი“ ფრენებს თითქმის სრულად აჩერებს

„რაინეარი“ ფრენებს თითქმის სრულად აჩერებს

18/03/2020 15:32:37 მსოფლიო

ავიაკომპანია „რაინეარი“ ახალი ტიპის კორონავირუსის გამო მომავალი კვირიდან თითქმის ყველა ფრენას შეაჩერებს,– იუწყება „ევრონიუსი“ კომპანიაზე დაყრდნობით.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, უკანასკნელ დღეებში ევროპული ქვეყნების მიერ მოგზაურობასთან დაკავშირებით დაწესებულმა შეზღუდვებმა ავიაკომპანიის ავიარეისების გაუქმება განაპირობა.

ავიაკომპანია მწუხარებას გამოთქვამს ფრენებთან დაკავშირებით არსებული შეფერხების გამო, თუმცა აღნიშნავს, რომ ადამიანების ჯანმრთელობა მათთვის პრიორიტეტულია, მოქალაქეებმა კი არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობების რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ და მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ამჟამად საერთაშორისო მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსის 200 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 8 007 ადამიანი. კორონავირუსისგან განკურნება კი ამ დრომდე 82 030-მა ადამიანმა შეძლო. რამდენიმე ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S