Accentnews.ge
გაერო–ს შტაბ-ბინაში მომუშავე ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

გაერო–ს შტაბ-ბინაში მომუშავე ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

18/03/2020 15:47:34 მსოფლიო

გაერო–ს კორესპონდენტთა ასოციაცია ერთ-ერთი ჟურნალისტის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ იუწყება და ორგანიზაციის ნიუ-იორკის შტაბ-ბინის ხელმძღვანელობისგან ორი სართულისა და ბრიფინგების ოთახის გაწმენდას ითხოვს.

დაავადებულს ინფექცია მსუბუქ ფორმაში გამოუვლინდა და ექიმების ინსტრუქციის შესაბამისად, საკუთარ სახლში გადის თვითიზოლაციის პერიოდს.

ჟურნალისტი გაეროს შტაბ-ბინაში ბოლოს 12 მარტს იმყოფებოდა და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ბრიფინგს დაესწრო. მას სიმპტომები 13 მარტს გამოუვლინდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი დაუდგინდა გაერო-ში ფილიპინების მუდმივი წარმომადგენლობის თანამშრომელს და შტაბ-ბინის სამდივნოს წარმომადგენლებს. ორივე მათგანი კარანტინშია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S