Accentnews.ge
„ირანში ყოველ საათში კორონავირუსით სამი ადამიანი იღუპება, 43 კი ინფიცირდება“

„ირანში ყოველ საათში კორონავირუსით სამი ადამიანი იღუპება, 43 კი ინფიცირდება“

18/03/2020 17:46:02 მსოფლიო

ირანში ყოველ საათში ახალი ტიპის კორონავირუსით სამი ადამიანი იღუპება, 43 კი ინფიცირდება,– ამის შესახებ ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაჯ ჰარირჩმა განაცხადა.

„ეს სტატისტიკა მოწმობს სერიოზულ ეპიდემიაზე“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ ვირუსის გავრცელების ძირითადი მიზეზი ექიმების რეკომენდაციების იგნორირებაა.

ბოლო მონაცემებით, ირანში დაავადებულთა რაოდენობა 17 361 ადამიანს შეადგენს, დარეგისტრირებულია, სულ მცირე, 1135 ლეტალური შედეგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S