Accentnews.ge
სომხეთი რუსეთთან როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმოსვლას ზღუდავს

სომხეთი რუსეთთან როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმოსვლას ზღუდავს

18/03/2020 18:53:27 მსოფლიო

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა რუსეთის ფედერაციასთან როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმოსვლას ზღუდავს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვა 24 მარტამდე გასტანს, ხოლო შემდეგ გადაწყვეტილება ვითარების შესაბამისად იქნება მიღებული.შემოღებული შეზღუდვა არ გავრცელდება სომხეთის მოქალაქეებზე, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან, ასევე რუსეთის მოქალაქეებზე და მათი ოჯახების წევრებზე, რომლებიც სომხეთში კანონიერ საფუძველზე სახლობენ, დიპლომატიურ პერსონალზე ორ ქვეყანაში და მათი ოჯახების წევრებს, სახელმწიფო მოხელეებზე, რომლებიც ოფიციალურ ვიზიტებს ახორციელებენ, 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ახლადდანიშნულ სამხედროებსა და მათი ოჯახების წევრებზე, ასევე სამხედროებზე, რომლებიც რუსეთში საშვებულებო პერიოდით ან სამკურნალოდ იყვნენ გასულები.

ამასთან, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აზუსტებენ, ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა ჩვეულ რეჟიმში, შეუბრკოლებლად იწარმოებს.

ცნობისთვის" სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 100-სგასცდა. ქვეყანაში დროებით საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S