Accentnews.ge
საფრანგეთში უსახლკაროებისთვის თვითიზოლაციის ცენტრები იხსნება

საფრანგეთში უსახლკაროებისთვის თვითიზოლაციის ცენტრები იხსნება

19/03/2020 05:45:32 მსოფლიო

საფრანგეთში უსახლკაროებისთვის თვითიზოლაციის ცენტრები იხსნება. პარიზში ორი ასეთი ცენტრი გაიხსნება და თითოეულ მათგანში 150 საწოლი განთავსდება.

ცენტრებში იმ უსახლკაროებს განათავსებენ, რომლებსაც ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდებათ, თუმცა დაავადება მსუბუქ ფორმებში ექნებათ და მათი ჰოსპიტალიზება საჭირო არ იქნება.

საფრანგეთის ხელისუფლება უსახლკაროებისთვის თვითიზოლაციის ცენტრების გახსნას ქვეყნის ყველა რეგიონში გეგმავს. შედარებით პატარა რეგიონებში ხელისუფლება მხოლოდ ერთ ცენტრის გახსნას აპირებს, დიდ რეგიონებში კი – რამდენიმე ცენტრის.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 264 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 9,134, გამოჯანმრთელებულია 602.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 8700 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 218 000–ს გადააჭარბა, 86 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული. 37 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S