Accentnews.ge
BBC:  აზიის ქვეყნებს კორონავირუსის მეორე ტალღა ემუქრება

BBC:  აზიის ქვეყნებს კორონავირუსის მეორე ტალღა ემუქრება

19/03/2020 06:05:57 მსოფლიო

აზიის ქვეყნებს: ჩინეთს, სამხრეთ კორეასა და სინგაპურს ახალი ტიპის კორონავირუსის მეორე ტალღა ემუქრებათ იმ ადამიანებისგან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ბრუნდებიან, - ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის შიგნით ვირუსის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა.

დაინფიცირების შემთხვევებმა იმატა სამხრეთ კორეაშიც, სადაც 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა, თუმცა უცნობია, რამდენია მათ შორის იმპორტირებული შემთხვევების ზუსტი რაოდენობა.

გავრცელებული ინფორმაციით, 47 ახალი შემთხვევა დადასტურდა სინგაპურში და აქედან 33 იმპორტირებულია.

„აქცენტი ევროპასა და აშშ-ზეა გადატანილი, მაგრამ ახალი რიცხვები მიანიშნებს, რომ აზიაში ვირუსის გავრცელების დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია,“- წერს გამოცემა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 216 000 მიაღწია, დაღუპულთა რაოდენობა კი 8 749-მდე გაიზარდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S