მოსკოვში კორონავირუსისგან გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა
19/03/2020 08:06:31 მსოფლიო
მოსკოვის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
როგორც ოფიციალური სახელისუფლებო ტელეგრამ-არხი იუწყება, 79 წლის ქალბატონს არაერთი ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა, მათ შორის - ორი სახის დიაბეტი.
გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა მწვავე პნევმონია თანმდევი პათოლოგიების ფონზე.


