Accentnews.ge
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – ტრამპს: „ვირუსებს არ აინტერესებთ, რამდენი ფული გაქვთ ბანკში“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – ტრამპს: „ვირუსებს არ აინტერესებთ, რამდენი ფული გაქვთ ბანკში“

19/03/2020 08:20:18 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდებს, COVID-19 ჩინურ ვირუსად არ მოიხსენიოს .

„ვირუსები საზღვრებს არ ცნობენ და მათ ეთნიკური წარმომავლობა არ აინტერესებთ, არ აინტერესებთ არც კანის ფერი და არც ის, რამდენი ფული გაქვს ბანკში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ფრთხილათ ვიყოთ იმ ენასთან, რომელსაც ვიყენებთ“,- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა.

ცნობისთვის: აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსი ჩინურ ვირუსად რამდენჯერმე მოიხსნენია. გუშინ მან თავისი პოზიცია დაიცვა და აღნიშნა, რომ „ჩინური ვირუსი“ სულაც არ არის რასისტული გამონათქვამი. „ეს სულაც არ არის რასისტული. ის ჩინეთიდან მოდის, ამიტომაც ვამბობ“,-აღნიშნა ტრამპმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S