Accentnews.ge
ევროკავშირის წარმომადგენელს "ბრექსითის" საკითხებში კორონავირუსი დაუდასტურდა

ევროკავშირის წარმომადგენელს "ბრექსითის" საკითხებში კორონავირუსი დაუდასტურდა

19/03/2020 11:10:23 მსოფლიო

ევროკავშირის წარმომადგენელს "ბრექსითის" საკითხებში ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც მიშელ ბარნიე აცხადებს, იგი თავს კარგად გრძნობს და კარგ განწყობაზეა.

„მე და ჩემი კოლეგები მედიკოსების ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ. მივმართავ ყველას, ვინც დაინფიცირდა და მათ, ვინც ამჟამად იზოლაციაშია, ჩვენ ამ ვირუსს ერთად გადავლახავთ“, – წერს ბარნიე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 8700 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 218 000–ს გადააჭარბა, 86 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული. 39 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S