Accentnews.ge
იაპონიის ვიცე-პრემიერი: „ოლიმპიური თამაშები, „ტოკიო 2020“ დაწყევლილია“

იაპონიის ვიცე-პრემიერი: „ოლიმპიური თამაშები, „ტოკიო 2020“ დაწყევლილია“

19/03/2020 11:55:41 მსოფლიო

იაპონიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ოლიმპიური თამაშები „ტოკიო 2020“ დაწყევლილია“.

როგორც იაპონელი მაღალჩინოსანი განმარტავს, „ოლიმპიადა ყოველ მეორმოცე წელს გარკვეული მიზეზების გამო ფერხდება“. მან მაგალითად 1940 წლის და 1980 წლის ოლიმპიადები დაასახელა: 1940 წელს ზაფხულის ოლიმპიადა მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარდა, ხოლო 1980 წელს მრავალმა ქვეყანამ საბჭოთა კავშირში გამართულ ოლიმპიადას რუსეთის მიერ ავღანეთში შეჭრის გამო ბოიკოტი გამოუცხადა.

ცნობისთვის: წელს ზაფხულში ოლიმპიური თამაშები ტოკიოში უნდა გაიმართოს. ჯერჯერობით, ოფიციალური გადაწყვეტილება თამაშების გადადების ან გაუქმების შესახებ არ მიღებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S