CNN: „აშშ–ის მთავრობა ემზადება პანდემიის გასამკლავებლად, რომელიც შესაძლოა, 18 თვის განმავლობაში გაგრძელდეს“
19/03/2020 12:07:07 მსოფლიო
მას შემდეგ რაც აშშ–ში ახალი ტიპის კორონავიუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ფედერალურმა მთავრობამ პანდემიის გასამკლავებლად მზადება დაიწყო, რომელიც შესაძლოა, 18 თვის განმავლობაში გაგრძელდეს, – იუწყება CNN მის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით.
„დოკუმენტში, რომელიც 13 მარტით თარიღდება, გაწერილია გეგმები, რომლის განხორციელბასაც ფედერალური მთავრობა კრიზისის დასაძლევად აპირებს“,– იუწყება CNN.
ბოლო მონაცემებით, აშშ–ში კორონავირუსს 149 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 9000.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 8700 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 218 000–ს გადააჭარბა, 86 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული. 39 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.


