ლუკაშენკომ თათბირზე კორონავირუსის, ჟირინოვსკისა და არყის შესახებ ანეკდოტი მოჰყვა
19/03/2020 13:03:26 მსოფლიო
კორონავირუსის პანდემიის თემისადმი მიძღვნილ თათბირზე ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ შეკრებილთ ამ ვირუსის, ვლადიმირ ჟირინოვსკისა (რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი) და არყის შესახებ ანეკდოტი უამბო.
მანამდე ჟირინოვსკიმ ლუკაშენკო არყისა და კორონავირუსის შესახებ რჩევების გამო გააკრიტიკა.
"ჟირინოვსკი შინ ბრუნდება და ცოლს ეუბნება: "დამისხი 100 გრამი, კორონავირუსისგან ვიმკურნალოთო". ცოლი პასუხობს: "ვოლოდია, შენ ხომ ახლახანს ლუკაშენკოს აკრიტიკებდი – არაყი არ შველისო?!”. "ეს ყველას გასაგონად ვთქვი, მე კი დამისხი. ლუკაშენკო შტერი არაა, რაკი ამბობსო". ცოლი ეუბნება, “რუსული ტრადიციით, 100 გრამი აბანოს შემდეგ უნდა დალიოო”. ჟირინოვსკი კი პასუხობს: “ეს – რუსული ტრადიციით, ებრაულით კი – 100 – აბანომდე, 100 – აბანოს შემდეგო”… ბოდიშს ვიხდი ბატონი ჟირინოვსკის წინაშე, მაგრამ არ შემეძლო, ეს ამბავი არ მომეყოლა” – განაცხადა შეკრებაზე ბელორუსის პრეზიდენტმა.


