ირანის ჯანდაცვის სამინისტრო: "ქვეყანაში 10 წუთში ერთი ადამიანი იღუპება"
19/03/2020 13:58:10 მსოფლიო
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის კიანუშ ჯაანპურის თქმით, ქვეყანაში ყოველ 10 წუთში ერთი ირანელი იღუპება, ხოლო ყოველ 50 წუთში 50 ირანელი ინფიცირდება.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათის მანძილზე ირანში კორონავირუსით 148 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ახალი 1284 შემთხვევა გამოვლინდა.
მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 18 407-ს მიაღწია.


