Accentnews.ge
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა

19/03/2020 17:51:43 მსოფლიო

იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გაადაჭარბა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში დაავადებას 3 405 ადამიანი ემსხვერპლა, ჩინეთში კი – 3 200.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 8700 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 218 000–ს გადააჭარბა, 86 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული. 39 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S