Accentnews.ge
იტალიაში ექიმებს კუბიდან ელოდებიან

იტალიაში ექიმებს კუბიდან ელოდებიან

19/03/2020 20:21:56 მსოფლიო

ლომბარდიის რეგიონის ჯანდაცვის მინისტრის ჯულიო გალერას ცნობით, პატარა ქალაქ კრემაში, რომელსაც კორონავირუსმა განსაკუთრებით შეუტია, უახლოეს დღეებში კუბიდან 65 ექიმი და მედდა ჩავა.

მინისტრის თქმით, ვირუსულ დაავადებთა ექსპერტებისგან შემდგარ ამ ჯგუფს დიდი გამოცდილება აქვს ებოლასთან ბრძოლაშიც.

იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გაადაჭარბა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში დაავადებას 3 405 ადამიანი ემსხვერპლა, ჩინეთში კი – 3 200. იტალიაში გარდაცვლილთა შორის 13 ექიმია.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 8700 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 218 000–ს გადააჭარბა, 86 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული. 39 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S