ტომ ჰენქსმა და მისმა მეუღლემ საავადმყოფო დატოვეს
19/03/2020 20:34:47 მსოფლიო
მსახიობი ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე რიტა უილსონი, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების გამო ავსტრალიის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, ჰოსპიტალიდან გაწერეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობის ვაჟმა, ჩეთ ჰენქსმა დაწერა.
მისი თქმით, მშობლები თავს უკეთ გრძნობდნენ, რის გამოც საავადმყოფო დატოვეს.
წყვილი გარკვეული პერიოდს თვითიზოლაციაში დაჰყოფს.
ტომ ჰენქსსა და რიტა უილსონს კორონავირუსი გასულ კვირას დაუდასტურდათ.


