მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 245 630–ს მიაღწია, 89 000-მდე ადამიანი გამოჯანმრთელდა
20/03/2020 05:57:53 მსოფლიო
მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსმა ("COVID-19") 10 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 245 630–ს მიაღწია, 89 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სადღეისოდ ყველაზე ევროპასა და ირანშია.
ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული. 39 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.


