საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
20/03/2020 07:22:57 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.
- აზერბაიჯანი: 44 ინფიცირებული, 1 გარდაცვლილი
- სომხეთი: 136 ინფიცირებული
- თურქეთი: 359 ინფიცირებული, 4 გარდაცვლილი
- რუსეთი: 199 ინფიცირებული 1 გარდაცვლილი
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 10 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 245 000–ს გადააჭარბა, 89 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 43 შემთხვევაა დადასტურებული. 42 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.


