Accentnews.ge
ცნობილმა რუსულმა გამოცემამ «Ведомости» (“ვედომოსტი”) სახელი «Вседомой»-ით (“ვსედომოი” - “ყველანიშინ”) შეიცვალა

ცნობილმა რუსულმა გამოცემამ «Ведомости» (“ვედომოსტი”) სახელი «Вседомой»-ით (“ვსედომოი” - “ყველანიშინ”) შეიცვალა

20/03/2020 08:31:06 მსოფლიო

რუსეთის ერთ-ერთმა ცენტრალურმა გამოცემამ - «Ведомости»-მ (“ვედომოსტი”) სახელი «Вседомой»-ით (“ვსედომოი” - “ყველანიშინ”) შეიცვალა.

“ვირუსის გავრცელება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია, თუკი დავიცავთ უსაფრთხოების შესაბამის წესებს: უფრო ხშირად დავიბანთ ხელს, ხშირად ჩავატარებთ სმარტფონების, ტელეფონების, კარის სახელურების დეზინფექციას, თავს ავარიდებთ ხალხის მასობრივი თავშეყრის ადგილებს და თავადაც არ ვივლით გაციების სიმპტომებით ხალხში.

დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის დასკვნით, პანდემიის მინიმუმამდე დაყვანის ყველაზე ქმედითი ზომა სოციალური კონტაქტების მაქსიმალური შემცირება, ანუ, მარტივი ენით, შინ დარჩენაა. სწორედ ასე ვიქცევით ჩვენ და ყველას ამისკენ მოვუწოდებთ”, - ნათქვამია რედაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 19 მარტის მდგომარეობით, რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 199 დადასტურებული შემთხვევა, 9 გამოჯანმრთელებული და 1 გარდაცვლილი იყო აღრიცხული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S