მომეტებული მზადყოფნის რეჟიმი რუსეთის ყველა რეგიონში შემოიღეს
20/03/2020 08:33:49 მსოფლიო
ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო რუსეთის ყველა რეგიონის ხელისუფლებებმა მომეტებული მზადყოფნის რეჟიმი შემოიღეს.
სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე არიან გადაყვანილები, გაუქმდა ყველა სპორტული და სხვა სახის მასობრივი ღონისძიება.
დიდ სავაჭრო ცენტრებს მუშაობის შეჩერების რეკომენდაცია მიეცათ. სადღეისოდ მოსკოვის ოლქში COVID-19-ით ინფიცირების 17 შემთხვევაა დადასტურებული, რუსეთის მასშტაბით – 199. 9 ადაიანი გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა.
მსოფლიოს მასშტაბით კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 220 ათასს გადააჭარბა. ეპიდემიის დაწყებიდან უკვე 10 ათას ადამიანზე მეტია გარდაცვლილი.


