რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ კრემლს პანდემიის გამო სოხუმისა და ცხინვალის დახმარებისკენ მოუწოდა
20/03/2020 08:40:44 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ვითარება განიხილეს.
დსთ-ის საქმეტა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებს ამ მხრივ დახმარება გაუწიოს.
«უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს ჩვენი მოქალაქეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა უცხოეთში – მეზობელ ქვეყნებში. უპირველესად, მხედველობაში მაქვს ის სახელმწიფოები, რომლებიც, სხვებისგან განსხვავებით, ვაღიარეთ – აფხაზეთი და სახმრეთ ოსეთი. რაღა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მათ დახმარება უნდა გავუწიოთ, მათ შორის – კორონავირუსთან დაკავშირებით, რადგან ჩვენს მეტი, ვერავის იმედი ექნებათ, ისევე, როგორც დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს. ვისურვებდი, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ამ საკითხისთვის სათანადო ყურადღება მიექცია», – აღნიშნა ზატულინმა.
საუბარი უცხოელთათვის რუსეთის საზღვრების ჩაკეტვასაც შეეხო. როგორც ცნობილია, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის შეზღუდვა დაწესდა და მათგან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლას მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის მქონენი შეძლებენ.
«მიუხედავად რუსეთის ტერიტორიაზე უცხოელთა შემოსვლის აკრძალვისა, ჩვენ ვერ ავკრძალავთ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირთა შემოსვლას აფხაზეთიდან, დონეცკიდან, ლუგანსკიდან, - ვერსაიდან. უნდა გვესმოდეს ასევე, რომ არსებობენ ასევე რუსეთის მოქალაქეობის არმქონე ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ – კონფლიქტის პირობებში ცხოვრობენ. და აქ, ამ რესპუბლიკებთან საზღვრებზე უნდა შევქმნათ დამატებითი შესაძლებლობები სამედიცინო შემოწმებისთვის, ტესტირებისთვის და ყველაფერ დანარჩენისთვის, ამ ადამიანებისთვის საზღვრების სრულად ჩაკეტვა კი არაჰუმანური იქნებოდა», - დასძინა ზატულინმა.
ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ჯერ-ჯერობით ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არაა დადასტურებული.


