Accentnews.ge
პუტინის ნათესავი პარტიას ქმნის

პუტინის ნათესავი პარტიას ქმნის

20/03/2020 08:57:40 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათესავი, ქვეყნის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად მეწარმე რომან პუტინი მოძრაობა “საქმის ხალხის” ბაზაზე პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავს.

მოძრაობა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს და სახელმწიფო სათათბიროში შესვლას ისახავს მიზნად, ისევე, როგორც თავად რომან პუტინი, რომელმაც ამის შესახებ გამოცემა "Коммерсантъ"-ს განუცხადა.

მისი თქმით, მომავალი პარტია იქნება “მემარჯვენე-კონსერვატიული პროექტი", რომლის ამოცანებში მეწარმეთა ინტერესების დაცვა, კერძოდ მცირე ბიზნესზე საგადასახადო წნეხის შემცირება, მონოპოლისტებთან ბრძოლა და იაფი კრედიტები შევა. გაზაფხულის ბოლომდე პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარება იგეგმება სექტემბრისთვის დაგეგმილი რეგიონული არჩევნებისთვის კანდიდატების შესარჩევად, - წერს გამოცემა.

როგორც რომან პუტინმა აღნიშნა, პარტიის დაფინანსების საკითხებით იგი თავად დაკავდება. მისივე მტკიცებით, მოძრაობა “საქმის ხალხი” მიმდინარე წლის თებერვალში ჩამოყალიბდა და ამ დრომდე 45 რეგიონში უკვე 16 ათასი მხარდამჭერის თავმოყრა შეძლო.

ცნობისთვის: რომან პუტინი სხვადასხვა დროს ავტოვაზბანკის, მასტერ-ბანკის, პოდოლსკის სამრეწველო შემნახველი ბანკისა და რუსული მიწის ბანკის (ყველა ამ ბანკს ლიცენზია გაუუქმდა) მმართველ საბჭოებში შედიოდა. 2017 წელს მედია წერდა რუსული მიწის ბანკის გამოყენებით ქვეყნიდან 350 მილიარდი რუბლის გატანის თაობაზე. 2012 წელს სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი რომან პუტინი ნოვოსიბირსკის გუბერნატორის მრჩევლად დაინიშნა, თუმცა უკვე 2013 წელს იმჟამინდელმა გუბერნატორმა იურჩენკომ თანამდებობიდან გაათავისუფლა.

2014 წელს პუტინმა ლონდონში კომპანია Putin Consulting Ltd დააფუძნა, რომელმაც მალევე რუსეთში გადაინაცვლა. 2017 წელს რომან პუტინის თაოსნობით რუსეთის აკადემიურმა ფონდმა გააჟღერა ინიციატივა, ახალგაზრდა სპეციაისტების გარკვეულ კატეგორიებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აჰკრძალვოდათ.

"Коммерсант"-ის კითხვაზე, რა დამოკიდებულება აქვს მას საპრეზიდენტო ვადების ამასწინანდელი განულების მიმართ, რომან პუტინმა განაცხადა, რომ “რუსეთს ჰაერივით ესაჭიროება ძლიერი ლიდერი, მით უფრო – გლობალური კრიზისის პირობებში და ვლადიმირ პუტინი ამ მხრივ უალტერნატივოა – აბა ნავალნი ხომ არ იქნება?!”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S