Accentnews.ge
ემანუელ მაკრონი: "კრიზისის საწყის ეტაპზე ვართ"

ემანუელ მაკრონი: "კრიზისის საწყის ეტაპზე ვართ"

20/03/2020 11:45:29 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, ქვეყანა კრიზისის საწყის ეტაპზეა. ამის შესახებ მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ჩვენ კრიზისის დასაწყისში ვართ. ჩვენ საგანგებო ზომები მივიღეთ, რომ პირველი ტალღა აღმოგვეფხვრა. ჩვენი პასუხი ძლიერი უნდა იყოს და ყოველ წუთს შევძლოთ რეორგანიზაცია”, - აღნიშნა მაკრონმა.

ცნობისთვის: გუშინდელი მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 10 995 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 372-ს მიაღწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S