Accentnews.ge
ესპანეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

ესპანეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

20/03/2020 13:47:28 მსოფლიო

ესპანეთი ჩინეთის, იტალიისა და ირანის შემდეგ მსოფლიოს მეოთხე ქვეყნად იქცა, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში ინფიციფრების თითქმის 2000 შემთხვევა დარეგისტრირდა და 171 მოქალაქე გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ამ ქვეყანამ ირანს გადაუსწრო და მხოლოდ ჩინეთსა და იტალიას ჩამორჩება – ესპანეთში მათი რაოდენობა თითქმის 20 ათასს აღწევს.

სულ მსოფლიოში ინფექციის 250 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული. ეს ნიშნული გასულ პარასკევს იქნა დაძლეული. ამჟამად დღე-ღამის განმავლობაში 20–25 ათასი ახალი შემთხვევა ემატება და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული – შესაბამისად 5 000-იანი და 4,5-ათასიანი რაოდენობით მანამდე იტალია და აშშ ლიდერობდნენ. ეს – მაშინ, როცა სულ რამდენიმე დღის წინ, ყოველდღიურად მხოლოდ რამდენიმე ასეულ ახალ შემთხვევაზე იყო ხოლმე საუბარი.

ეპიდემიის დაწყების დღიდან მსოფლიოში კორონავირუსისგან გარდაცვალების მაჩვენებელმა 10 ათასს გადააჭარბა. ამასწინათ პირველად დაფიქსირდა დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 1000-ზე მეტი შემთხვევა, მათგან 400 – იტალიაში.

მრავალი ქვეყნის ხელისუფლებებმა შეზღუდები დააწესეს და არწმუნებენ მოსახლეობას, შინ დარჩეს და სხვა ადამიანებთან კონტაქტები მინიმუმამდე შეამციროს. კალიფორნიის – 40-მილიონიანი ამერიკული შტატის ხელისუფლებამ, რიგი ევროპული ქვეყნების მსგავსად, აუცილებლობის გარეშე სახლიდან გასვლაზე აკრძალვა დააწესა. შინ დარჩენის მოწოდებით მიმართვებს ავრცელებენ ცნობადი სახეებიც.

რუსეთში, ოფიციალური ინფორმაციით, ინფიცირების 199 შემთხვევაა აღრიცხული.

ოფიციალური მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსი უკვე 183 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა დაფიქსირებული. ინფექციის შემთხვევების შესახებ ჯერ-ჯერობით არ მოსულა ცნობები ლიბიიდან, სიირიდან, იემენიდან, კორეიდან და თურქმენეთიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S