Accentnews.ge
ანალიტიკოსები: ნავთობის ფასი $20-ს ჩამოსცდება

ანალიტიკოსები: ნავთობის ფასი $20-ს ჩამოსცდება

20/03/2020 14:48:17 მსოფლიო

ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიისა და მოპოვების მოცულობების საკითხში რუსეთ-საუდის არაბეთის შეუთანხმებლობის გამო მკვეთრი ვარდნის შემდეგ მეორე დღეა, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი იზრდება.

დღეს ლონდონის ბირჟაზე Brent-ის ტიპის ნავთობის ერთი ბარელის ფასმა კვლავ 30 დოლარს გადააჭარბა მას შემდეგ, რაც 25 დოლარამდე იყო ჩამოქვეითებული. სულ რამდენიმე კვირის წინ ბარელი დაახლოებით 50 დოლარი ღირდა.

ფასების ამჟამინდელი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამასწინანდელი განცხადება იყოს: მან არ გამორიცხა, რომ შტატები მიღებს ზომებს ნავთობბაზრის დასასტაბილურებლად.

“The Wall Street Journal” წერს, რომ მეტისმეტად დაბალი ფასი ამერიკული კომპანიებისთვის არახელსაყრელია, ამიტომაც ვაშინგტონი განიხილავს შესაძლებლობას, მოსკოვს OPEC-ის ქვეყნებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო ახალი სანქციები დაუწესოს.

ამასთან, აშშ სანქციების შემოღებას არც საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამორიცხავს. მიუხედავად ამისა, Bloomberg-ის მიერ გამოკითხულ ანალიტიკოსთა უმრავლესობა სამომავლოდ ნავთობის ფასების 20 დოლარზე ქვემოთ ვარდნას პროგნოზირებს. ზოგიერთი 5-დოლარიან ნიშნულსაც ასახელებს.

ცნობისთვის: რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი შედგენილია ერთ ბარელ ნავთობში 42-დოლარიანი ფასის გათვალისწინებით. კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ორიოდ დღის წინ ნავთობის ფასთან დაკავშირებით განაცხადა, "უკეთესს ვისურვებდითო", კომპანია “ლუკოილის” თანამფლობელმა ლეონიდ ფედუნმა კი ნავთობის ფასს "კატასტროფუოლი" უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S