Accentnews.ge
ავსტრალიაში 35 პირი კორონავირუსით ქორწილში დაინფიცირდა

ავსტრალიაში 35 პირი კორონავირუსით ქორწილში დაინფიცირდა

20/03/2020 15:53:09 მსოფლიო

ავსტრალიაში ქორწილში მყოფი 35 პირი კორონავირუსით დაინფიცირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქორწილი ახალი სამხრეთ უელსის შტატში მარტის დასაწყისში შედგა.

ანალოგიური ფაქტი ურუგვაიში დაფიქსირდა: ქორწილში მყოფი 44 სტუმარი ევროპიდან ახალი დაბრუნებული მოქალაქისგან დაინფიცირდა.

რაც შეეხება საქართველოს, ცნობილია, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული ცოლ–ქმარი წლისთავზე იმყოფებოდა. მათ ინფიცირების შესახებ მაშინ ინფორმაცია არ ჰქონდათ. წლისთავზე იმყოფებოდა 250–მდე ადამიანი, მათგან ერთს – ხანში შესულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. რაც შეეხება დანარჩენებს, როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ცნობისთვის: 20 მარტის მონაცემებით საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 44 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან უმეტესობა იმპორტირებულია, თუმცა ფიქსირდება მესამეული გადაცემის შემთხვევები. რაც შეეხება მეოთხეულს, ამ ეტაპზე დაფიქსირებული არაა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა აცხადებს, ვირუსის შეკავებიდან გავრცელების ეტაპზე გადავდივართ. მოცემულ ვითარებაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიზანი გავრცელების ტემპის მაქსიმლაური შენელებაა. მთავარი რეკომენდაციაა ჰიგიენის წესების დაცვა და სოციალური დისტანცირება: მოქალაქეებს შინიდან გასვლის და პირდაპირი სოციალური კონტაქტების მაქსიმალური შეზღუდვისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S