რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის 54 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
20/03/2020 16:43:41 მსოფლიო
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 54 ახალი შემთხვევა აღირიცხა.
ამის შესახებ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფომაციაშია ნათქვამი.
ახალი შემთხვევები დაფიქსირებულია 9 რეგიონში, მათგან ყველაზე მეტი – მოსკოვში (33), იაკუტიაში (6) და სანქტ-პეტერბურგში (4). სულ მსოფიოში პანდემიის დაწყების დროიდან რუსეთში 253 ინფიცირებულია აღრიცხული. 12 ადამიანი გამოჯანმრთელებულად გამოცხადდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში ამ დრომდე ახალი ტიპის კორონავირუსზე 145 ათასი ტესტია ჩატარებული. ტესტირების გავლა აუცილებელია უცხოეთიდან დაბრუნებული ყველა მოქალაქისთვის.
დაავადების ძირითადი კერა ამ დროისთვის ევროპაში შეინიშნება. ესპანეთი დღეს მეოთხე ქვეყნად იქცა ჩინეთის, იტალიისა და ირანის შემდეგ, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.


