Accentnews.ge
კორონავირუსით ორი ესპანელი ჟურნალისტი გარდაიცვალა

კორონავირუსით ორი ესპანელი ჟურნალისტი გარდაიცვალა

21/03/2020 07:44:18 მსოფლიო

ახალი ტიპის კორონავირუსით ორი ესპანელი სპორტული ჟურნალისტი გარდაიცვალა.

როგორც ესპანური მეიდია იუწყება, 59 წლის ხოსე მარია კანდელა 20 მარტს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მისი სხეული მეხანძრეებმა 20 მარტს, ღამის პირველ საათზე აღმოაჩინეს. როგორც ირკევა, კანდელას სწორედ 20 მარტს უნდა გაევლო ტესტი კორონავირუსზე.

„ერთი კვირის განმავლობაში ის ცუდად გრძნობდა თავს, მაგრამ ტესტი კრონავირუსზე მხოლოდ დღეისთვის იყო დანიშნული“, – განაცხადა ესპანელმა ჟურნალისტმა ხუან ანტონიო პრიეტომ.

კორონავირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი აღმოჩნდა 78 წლის ტომას დიას-ვალდესი, რომელიც 30 წელი გაზეთ AS-ის რეპორტიორი იყო.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში დარეგისტრირებულია კორონავირუსით დაინფიცირების 20412 შემთხვევა. 1041 ადამიანი გარდაიცვალა, 1588 – გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S