Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

21/03/2020 09:20:39 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.

  • აზერბაიჯანი: 44 ინფიცირებული, 1 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 160 ინფიცირებული
  • თურქეთი: 670 ინფიცირებული, 9 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 253 ინფიცირებული 1 გარდაცვლილი

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 11 300 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 272 000–ს გადააჭარბა, 92 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული. 46 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S