ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა
21/03/2020 09:32:00 მსოფლიო
დღე–ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში 311 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაავადებამ 5 ადამიანი იმსხვერპლა.
უკანასკნელი მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსს 9 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 670.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 11 300 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 272 000–ს გადააჭარბა, 92 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული. 46 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.


