საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
22/03/2020 08:02:31 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.
აზერბაიჯანი: 50 ინფიცირებული, 1 გარდაცვლილი
სომხეთი: 190 ინფიცირებული
თურქეთი: 947 ინფიცირებული, 21 გარდაცვლილი
რუსეთი: 306 ინფიცირებული 1 გარდაცვლილი
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 12 900 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 000–ს გადააჭარბა, 96 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული. 51 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 3 კი გამოჯანმრთელდა.


